საზოგადოება
03.11.2021 13:45
მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება - ჯანდაცვის ექსპერტი

დღეს მოსახლეობას კორონავირუსისგან კორონა-გენოციდი ემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექსპერტის შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა მასშტაბმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

„მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან „თამაში“ და „ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რასაც სეზონური გრიპის ვირუსებიც ემატება და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, დღე-ღამეში 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის. ამ მომენტისთვის საჭირო არ არის, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ტაბიძემ.

მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია და მიიჩნევს, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას.

კვირის ამბები