საზოგადოება
03.11.2021 13:30
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება

3  ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება.  ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი  ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
 „დღევანდელ წინააღმდეგობებითა და ცვლილებებით აღსავსე მსოფლიოში, დიპლომატების ძალისხმევას ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში სულ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ღონეს მიმართავს  იმისათვის, რომ შეიქმნას მაქსიმალურად ხელსაყრელი საგარეო პირობები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, ეკონომიკური წინსვლისა და  თითოეული მოქალაქის ინტერსების დაცვისთვის.  დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს ვულოცავთ პროფესიულ დღესასწაულს და მადლობას ვუხდით მათ ქვეყნის სამსახურისა  და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები