საზოგადოება
03.11.2021 12:36
შინდისის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა
სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 10 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ასევე გააჩნდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. დამსაქმებლის განცხადებით, უპირატესობა ენიჭება პირს, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის, მასწავლებელის, სპეციალური მასწავლებელის, ოკუპაციურ თერაპევტის, სოციალურ მუშაკის და სამედიცინო განათლება. გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 250 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 8 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 15 ნოემბერია მითითებული.
კვირის ამბები