ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 6 024 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 673 640-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 185 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 114, საიდანაც 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 588 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი.