საზოგადოება
02.11.2021 11:18
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, შიდა ქართლში ვირუსული ინფექციის დღიური მაქსიმუმი - 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში ვირუსული ინფექციის დღიური მაქსიმუმი - 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული 5 553 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარაში - 149, იმერეთში - 1 189, ქვემო ქართლში - 317, გურიაში - 132, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 448, კახეთში - 657, მცხეთა-მთიანეთში - 149, სამცხე-ჯავახეთში - 123, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 83 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 957 საიდანაც 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 609 პირი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 136-მდე გაიზარდა.

კვირის ამბები