საზოგადოება
02.11.2021 11:10
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 47 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5 553 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 726 941-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 223 პირი, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 136 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 1 189, ქვემო ქართლი - 317, შიდა ქართლი - 512, გურია - 132, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 448, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 149, სამცხე-ჯავახეთი - 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 83.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 957 საიდანაც 6 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 609 პირი.

კვირის ამბები