საზოგადოება
01.11.2021 15:02
დღეიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გორის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა - ნანა ტერმაკოზაშვილი

გორის მუნიციპალიტეტს მასშტაბით კიდევ სამი საჯარო სკოლა, დღეიდან სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სხვადასხვა სკოლის ცალკეულ კლასებს ახალი არ შემატებია.

„კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კიდევ სამი საჯარო სკოლა გადაიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე - გორის მეათე, მეთორმეტე და სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლები. რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, დღეის მონაცემებით, სიახლე არ გვაქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, რომ ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, თავი შეიკავონ ბავშვის სკოლაში გაშვებისგან“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 100-ზე მეტი კლასი დისტანციური რეჟიმით განაგრძობს სასწავლო პროცესს.

კვირის ამბები