საზოგადოება
29.11.2019 13:27
ეკონომიკის მინისტრმა 100 საპრივატიზებო ობიექტი წარადგინა, აქედან ხუთი გორშია

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი ობიექტი გამარტივებული პროცედურებით  გასხვისდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ყველაანთუბანსა და გაგლოაანთუბანში (ორი ობიექტი) სასტუმროს ინფრასტრუქტურა, მეჯვრისხევსა და ოთარშენში კი, სამრეწველო-სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა.  

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების პროაქტიული პრივატიზება დაიწყო, რომლის მიზანსაც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. აუქციონებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს უკვე დღეიდან შეუძლია. შესაბამისი პროექტის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გამართა.

უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტებიც დაემატება.

კვირის ამბები