კულტურა
01.11.2021 13:08
გ. ერისთავის სახელობის თეატრმა 5 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თატრმა 5 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება ცვლილებების მიზეზს, ერთ-ერთი მსახიობის კორონავირუსით ინფიცირებაა.
„სამწუხაროდ, სპექტაკლ „ვაჟიშვილის“ ერთ-ერთ მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ-19, რის გამოც, 5 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლი გადაიდო. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან გადაცვალოთ სხვა სპექტაკლის ბილეთში.
თეატრი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, - აცხადებენ თეატრში.
შეგახსენებთ, გორის თეატრმა 177-ე შემოქმედებითი სეზონი რამდენიმე დღის წინ გახსნა.
კვირის ამბები