საზოგადოება
01.11.2021 10:11
ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით, განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება

თუ ვინმე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ.

,,ოქტომბერის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას მეტად ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა სხვებთან შედარებით მცირეა, მაგალითად, კახეთი და იმერეთი. ამ ეტაპზე შემთხვევების საშუალო დღიური მაჩვენებელი 4000-ის ფარგლებშია და სწრაფი ზრდის ტენდენციები არ იკვეთება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები