საზოგადოება
31.10.2021 19:09
რამდენიმე წუთის წინ, წმინდა წყალის დასახლებაში, ბაზართან, ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ქვეითს ,,ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული 60 წელს გადაწილებული ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. კლინიკის ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაშავებული ბაზარში მუშაობს და სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

კვირის ამბები