ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 10 003 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 154, იმერეთი - 871, ქვემო ქართლი - 324, შიდა ქართლი - 324, გურია - 118, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 577, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 707 საიდანაც 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 593 პირი.