30 ოქტომბერს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
30 ოქტომბერს, მოქალაქეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ. როგორც GMnews-ს უწყებაში განუცხადეს, ზემოხსენებული თარიღი, სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქვეყანაში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გამო, 30 ოქტომბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღედ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.