საზოგადოება
29.10.2021 11:12
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 652 505, პარალელურად, კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 961 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 416 შემთხვევა, აჭარა - 161, იმერეთი - 753, ქვემო ქართლი - 325, შიდა ქართლი - 290, გურია - 115, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 271, კახეთი - 427, მცხეთა-მთიანეთი - 78, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 34.

ამ ეტაპზე. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 763 საიდანაც 6 330 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 581 პირი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 333 პაციენტი.

კვირის ამბები