Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ კომპანია სახელს იცვლის. სოციალური ქსელის ახალი სახელი Meta იქნება.
„ახალი სახელწოდება პროექტ მეტავერსს უკავშირდება. მეტავერსი არის იდეა, სადაც მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია. ცვლილებით კომპანია სხვადასხვა აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს ერთი ახალი ბრენდის ქვეშ მოაქცევს. კორპორატიული სტრუქტურა კი, უცვლელი რჩება. კომპანია სახელს იცვლის იმ ფონზე, როცა მას კანონმდებლები და მარეგულირებლები ძალაუფლების და ალგორითმული გადაწყვეტილებებისა ბოროტად გამოყენების გამო ედავებიან“, - აცხადებს ცუკერბერგი.
კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, მისი აქციები ვაჭრობაში 1 დეკემბრიდან შევა და MVRS დასახელებით გამოჩნდება.