საზოგადოება
29.10.2021 09:49
დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ რეგიონის პედიატრებისა და ნეონატოლოგების ტრენინგს მასპინძლობს

ძუძუთი კვების უპირატესობა და პოპულარიზაცია და D ვიტამინის მნიშვნელობა ბავშვთა ასაკში, - აღნიშნულ საკითხებზე,  რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების პედიატრებისა და ნეონატოლოგების ორდღიან ტრენინგს მასპინძლობს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“.  

ტრენინგს პედიატრი ნუტრიციოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო თოთაძე უძღვება.

თოთაძის ინფორმაციით, ტრენინგი ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეები კიდევ უფრო აიმაღლებენ კვალიფიკაციას ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა ძუძუთი კვების უპირატესობა, პოპულარიზაცია და ასევე D ვიტამინის მნიშვნელობა ბავშვთა ასაკში.  ტრენინგის საფუძველზე ნეონატოლოგებს უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულა მიენიჭებათ.

,,იავნანაში“ გამართულ ტრენინგს სპონსორობას უწევს კომპანია ,,ჰუმანა“. კომპანიის რეგიონალური მენეჯერის, ნინო ტაბატაძის განცხადებით, ,,ჰუმანა“ ყოველთვის მხარს უჭერს ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების პოპულარიზაციას, როგორიც არის ძუძუთი კვების ხელშეწყობა და ასევე ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას.

კვირის ამბები