სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკვე დაიწყო.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა პირველ ეტაპზე 1300 ერთეული კომპიუტერი მიიღო, მეორე ეტაპზე, მიმდინარე კვირის ბოლომდე კი ბუკების დარჩენილი რაოდენობაც გადაეცემა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სკოლებში 1765 პირველკლასელია, 1300 ბავშვზე ნეტ ბუკების გადაცემა უკვე დაიწყო, რამდენიმე დღეში, დანარჩენი 465 ერთეულის მიღების შემდეგ, აღნიშნული კომპიუტერებიც გადაეცემათ პირველკლასელებს. პირველ ეტაპზე მიღებული კომპიუტრული ტექნიკა პრიორიტეტულად გადაეცა იმ სკოლებს, რომელთა პირველკლასელებიც დისტანციური რეჟიმით სწავლობენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში