საზოგადოება
28.10.2021 12:14
ტაქსებში სიგარეტი მოწევა აიკრძალება – როდიდან შევა ცვლილება კანონში
ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა. დოკუმენტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე დღეში დაიწყება.
კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც შეწუხებულები არიან, რომ მგზავრი ეწევა და ხდება პირიქითაც - როდესაც ტაქსის მძღოლი ეწევა მგზავრების გადაყვანისას.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. ერთერთი, რაზეც დადგენილებაშია საუბარი, ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.
 
 
 
კვირის ამბები