მოსწავლეებსა და პედაგოგებში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, გორის მე-3 და მე-9 საჯარო სკოლები ორი კვირის ვადით სრულად გადავიდა სწავლების დისტანციურ ფორმატზე, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
ამასთან, მე-3 და მე-9 სკოლების გარდა, დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის 6 სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 100-ზე მეტი კლასი დისტანციური რეჟიმით განაგრძობს სასწავლო პროცესს.
სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლაში კი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში სრულად დისტანციური ფორმატით ფუნქციონირებდა, საკლასო ოთახებში სწავლა გუშინ განახლდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში