27.10.2021 15:44
საქართველოს თასის გათამაშება ხვალიდან განახლდება - გორის „გორი“ წყალტუბოს „სამგურალს“ ქართლის სტადიონზე უმასპინძლებს
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედები 28 ოქტომბრიდან განახლდება. გათამაშების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა „ქართლის“ სტადიონზე გაიმართება და 13:30 საათზეა ჩანიშნული.
გულშემატკივრების საყურადღებოდ გეტყვით, რომ ს/კ გორის „გორი“ მერვედფინალურ შეხვედრაში, რომელიც ასევე გორში, „ქართლის“ სტადიონზე, 20 მაისს ჩატარდა, დუშეთის ს/კ „არაგვს“ დაუპირისპირდა, რომელსაც 2:0 სძლია და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
რაც შეეხება განვლილ სეზონებს, შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი წელია, ს/კ „გორი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის შესარჩევი ტურის მეორე ეტაპიდან ეთიშება გათამაშებას. წელს კი, კლუბმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და მეოთხედფინალურ შეხვედრას მართავს.