სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 10 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია), ოკუპაციურ თერაპიაში ან სპეციალურ განათლებაში, ასევე გავლილი ჰქონდეს პედაგოგთა პროფესიული უნარების 60 კრედიტიანი პროგრამა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 480 ლარია. მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 3 ნოემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად მითითებულია 8 ნოემბერი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში