საზოგადოება
27.10.2021 14:26
როდის მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებს საჯარო სკოლების 2018, 2019 და 2020 წლებში წარჩინებული კურსდამთავრებულები

ის წარჩინებული მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში დაამთავრეს, ოქროსა და ვერცხლის მედლებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

GMnews-ის ინფორმაციით, 2018, 2019 და 2020 წლების სკოლადამთავრებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის კუთვნილი ჯილდოების გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. ნოემბრის ბოლომდე კი, ყველა რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შესაბამისი რაოდენობის მედლებით იქნება უზრუნველყოფილი.

„დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარჩინებულ სკოლადამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემის პროცესი უკვე დაწყებულია. ნოემბრის ბოლომდე კი, ყველა რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შესაბამისი რაოდენობის მედლებით იქნება უზრუნველყოფილი. მას შემდეგ, რაც მედლები რესურსენტრებში მივა, მოსწავლეებს ან სკოლები დაუკავშირდებიან, ან - რესურსცენტრები. ნოემბრის ბოლომდე უკლებლივ ყველა, ვისაც აქამდე არ მიუღია კუთვნილი ჯილდო, შესაბამისი სინჯის მედალს ნოემბრის ბოლომდე მიიღებს“, - განმარტავენ სამინისტროში.

რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა მედლებს, უწყების ცნობით, ახალგაზრდები კუთვნილ ჯილდოს, სტანდარტულად, გაზაფხულზე მიიღებენ.

კვირის ამბები