საზოგადოება
27.10.2021 13:21
სოფელ კარალეთის 1-ელ საჯარო სკოლაში დღეიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

კორონავირუსული ინფექციის არაერთი შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარალეთის # 1 საჯარო სკოლა ორი კვირის განმავლობაში სრულად დისტანცირებული ფორმატით ფუნქციონირებდა, დღეიდან კი, ჯანდაცვის შესაბამისი ორგანიზაციების რეკომენდაციით, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის 6 სკოლა სრულად და სხვადასხვა სკოლის 100-მდე კლასი დისტანციური რეჟიმით განაგრძობს სასწავლო პროცესს.

კვირის ამბები