კულტურა
27.10.2021 13:02
გორის თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე ფასდაკლებას სთავაზობს
გ. ერისთავის სახელობის თეატრი, 177-ე შემოქმედებითი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ერგულ მაყურებელს სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აქციით სარგებლობა მოსწავლეებს, სტუდენტებს, პენსიონრებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შეეძლებათ.
„ახალი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ 2 თვით, ერისთავის სახელობის თეატრი გთავაზობთ ფანტასტიურ შესაძლებლობას ისარგებლოთ სხვადასხვა ტიპის აქციებით. ასე რომ, დაიჭირეთ თადარიგი, შეიძინეთ ბილეთი წინასწარ და მიიღეთ ფასდაკლება ნებისმიერ სპექტაკლზე.
სპექტაკლამდე ერთი დღით ადრე შეძენილ ბილეთზე - 20%-იან, ხოლო, სპექტაკლამდე 2 და მეტი დღით ადრე ბილეთის შეძენის შემთხვევაში - 40 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ. რაც შეეხება ჯგუფურ ფასდაკლებებს: 5 დან 10 ბილეთის შეძენის შემთხვევაში -20 %-იანი ფასდაკლება, 10 და მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში კი, 40%-იანი ფასდაკლებაა გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ
სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პენსიონრებისთვის და დევნილებისთის და მოქმედებს 40 %-იანი ფასდაკლება, სოციალურად დაუცველები კი, ბილეთს უფასოდ მიიღებენ“, - აცხადებენ თეატრში.
ზემოხსენებული აქცია 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და მოქმედებს მხოლოდ სალაროში შეძენილ ბილეთებზე. დაინტერესებულმა პირებმა, ბილეთის შეძენისას, აუცილებელია, დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ.
კვირის ამბები