აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა. როგორც ექსპერტების ანგარიშშია მითითებული, ვაქცინაციის სარგებელი რისკებს ბევრად აღემატება.
გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის 17 წევრმა დაუჭირა, ერთმა კი - თავი შეიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ით მძიმედ დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით იშვიათია, არავაქცინირებულ ბავშვებში დაინფიცირების შემთხვევები, „დელტა“ ვარიანტის გამო გაიზარდა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკაში კორონავირუსით 500-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა.
კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კოროვირუსის წინააღმდეგ 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში