საზოგადოება
27.10.2021 12:01
დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

დღეიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან 11 დღეში, გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება და მის ადგილს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გორის ოლქში გამარჯვებული კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიკავებს.

არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნოს.

კვირის ამბები