ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 703 281-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 137 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 873 პირი ემსხვერპლა.
ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 873, ქვემო ქართლი - 356, შიდა ქართლი - 362, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 614, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 542 პირი.