28.11.2019 14:40
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიაში გორის მერიც ჩაერთო
კონსტანტინე თავზარაშვილმა ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს მომსახურეობის სახელმწიფო სერვისების შესაბამისი კანონმდებლობისა და პრევენციული ღონისძიებების თემაზეც.
„ძალადობის აღკვეთა და მისი პრევენცია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებული ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა. ძალადობა აფერხებს ცალკეული ინდივიდისა და მთლიანად, საზოგადოების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ გორის მერია ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირებს, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ერთჯერად ფულად დახმარებას (300 ლარი) უწევს,“ - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
მსოფლიოში, ყოველწლიურად, ოცდახუთი ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული თექვსმეტდღიანი კამპანია იმართება, რომლის მიზანიც ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.