საზოგადოება
26.10.2021 14:09
მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე საზოგადოებრივი ობიექტი უცნობმა პირებმა დააზიანეს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ქალაქში არსებული ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის საპირფარეშოს ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ჩანს, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშო დაზიანებული და დაბინძურებულია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალურიი გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია, რომ მსგავსი ფაქტი პირველად არ ხდება.

„ასე გამოიყურება გორში, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული საზოგადოებრივი ობიექტი.

სამწუხაროა, მაგრამ ეს პირველად არ ხდება.

გთხოვთ, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დავაზიანოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები