საზოგადოება
26.10.2021 11:08
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 639 564-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა - 179, იმერეთი - 933, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 378, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 658, მცხეთა-მთიანეთი - 166, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 523 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 530 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი.

კვირის ამბები