გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 37 930 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, ვირუსს 1 069 ადამიანი ემსხვერპლა და მთლიანობაში, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 231 669-მდე გაიზარდა.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსკოვში, 28 ოქტომბრიდან 7 იანვრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ წესდება.
ცნობისთვის, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რუსეთის მთელს ტერიტორიაზე ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში