კულტურა
25.10.2021 12:29
გ. ერისთავის სახელობის თეატრი 177-ე სეზონს წინა წლის სამი მნიშვნელოვანი სპექტაკლით გახსნის
გ. ერისთავის სახელობის თეატრი ახალ შემოქმედებით სეზონს წინა წლის სამი მნიშვნელოვანი სპექტაკლით გახსნის.
როგორც თეატრში აცხადებენ, 177 სეზონის გახსნა 29 ოქტომბერსაა დაგეგმილი. რაც შეეხება წარმოდგენას, რომლითაც გორის თეატრი რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ ერთგულ მაყურებელს დაუბრუნდება, სხვადასხვა ფესტივალებზე და კონკურსებზე დაჯილდოებული სპექტაკლი ,,შეცვალეა“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი);
30 ოქტომბერს, ექსპერიმენტულ სცენაზე რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის ნამუშევარი „სტრიპტიზი“ იქნება წარმოდგენილი.
31 ოქტომბერს კი, კიდევ ერთი აღიერებული სპექტაკლი - ფლორიან ზელერის მიხედვით დადგმული პიესა - „ვაჟიშვილი“ (რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი) გათამაშდება.
ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროში. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლები კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.
კვირის ამბები