გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება აქტიურად მუშაობს ტურისტული ობიექტების, კვების, საოჯახო სასტუმროებისა და გასართობი ლოკაციების გაციფრულების საკითხებზე. როგორც ზემოხსენებულ სამსახურში აცხადებენ, ტურისტული ობიექტების გაციფრულების პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული, მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ტურისტული ობიექტის მონახულების მსურველთა, ასევე, საოჯახო სასტუმროებში სტუმართა რაოდენობას.
„გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ შექმნილი ექსპედიციები აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას, მათ შორისაა ექსპედიცია რომელიც გაციფრულების საკითხებზე მუშაობს. აღნიშნული ექსპედიციის წევრები: ქეთი კაპანაძე (ექსპედიციის ხელმძღვანელი), ლაშა მაისურაძე და ირაკლი ციცაგი, 2021 წლის 23 ოქტომბერს, გორში მდებარე საოჯახო სასტუმრო „პესტია“ -ს ეწვივნენ და მისი მონაცემები გუგლის რუკაზე დაიტანეს, ასევე მათ მიერ, ორი კვირის წინ გუგლის რუკაზე იქნა დატანილი ინფორმაცია საოჯახო სასტუმრო „ლევანი“-ს შესახებ.- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში.