საზოგადოება
25.10.2021 11:10
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 46 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 942 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 694 182-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი და მთლიანობაში,  გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 635 611-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს  9 788 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 757 საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 549 პირი.

კვირის ამბები