დღეს, 25 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტში თითქმის მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი და ღრუბლიანობა.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10 გრადუსი ნავარაუდევია დღის 14-დან 16 საათამდე.
ქარი კი კიდევ უფრო გაძლიერდება და 12 მ/წ-ს მიაღწევს.
13 საათამდე მოსალოდნელია ნალექიც. რაც შეეხება ღრუბლიანობას, 18 საათამდე გორში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, საღამოს საათებში კი გამოიამინდებს და მეტნაკლებად ქარიც შესუსტდება.
ღამის საათებში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და მხოლოდ +2 გრადუსია ნავარაუდევი.
26 ოქტომბრიდან ერთი კვირის განმავლობაში კი გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში