საზოგადოება
23.10.2021 00:12
გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, ბერშუეთს სასმელი წყლის მიწოდება ელექტრო ენერგიის დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღუდგება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობა სასმელი წყლის საფასურის დავალიანებას ეტაპობრივად გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს.

გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35 % - ს გადაიხდის, დანარჩენი თანხა  კი მომდევნო ორ თვეზე გადანაწილდება.

ბერშუეთის მცხოვრებლებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტრო ენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუწყდათ.

230 აბონენტის ჭაბურღილზე ელექტრო ენერგიის დავალიანებამ 4 თვეში 10 700 ლარი შეადგინა.

სასმელი წყლის მიწოდება ბერშუეთში დავალიანების ნაწილის დაფარვისთანავე აღდგება.

კვირის ამბები