საზოგადოება
22.10.2021 16:23
ვასიკო სიმონიამ და დავით ქაჯაიამ სიცოცხლე გვაჩუქეს სამივეს, მეც და ჩემს ტყუპებსაც

გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ სამშობიაროში ტყუპი და-ძმა - გიორგი და ლილე ხაჩიძეები დაიბადნენ.

სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, და-ძმა საკეისრო კვეთით გაჩნდა, ამჟამად დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ და მალე დატოვებენ ,,იავნანას“. ორსულობა მაღალკვალიფიციურმა მეან გინეკოლოგმა, თინათინ ხარებოვამ მართა.

როგორც ტყუპების დედამ, ფიქრია მოსიაშვილმა განაცხადა, სამშობიაროში შეყვანისას მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.

,,საკმაოდ რთული მდგომარეობით შემოვედი კლინიკაში, საჭირო გახდა დაუყოვნებლივ საკეისრო კვეთის გაკეთება, საბედნიეროდ, ,,იავნანას“ გინეკოლოგიურ გუნდს ძალზე კარგი სპევციალისტები ჰყავს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ექიმებმა - ვასიკო სიმონიამ და დავით ქაჯაიამ სიცოცხლე გვაჩუქეს სამივეს - მეც და ჩემს ტყუპებსაც. მადლობას ვუხდი მათ და მთლიანად, კლინიკას“, - აღნიშნა ფიქრია მოსიაშვილმა.

დედა და შვილები კლინიკას მალე დატოვებენ. გიორგის და ლილეს შინ, ხაშურში, მამასთან ერთად 4 წლის და ელის.

„იავნანას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო ცენტრის სამშობიაროში, მიმდინარე წლის სექტემბრამდე არსებული სტატისტიკით, 770 პატარა დაიბადა.

/ახალშობილთა ფოტოების გამოქვეყნება შეთანხმებულია დედასთან/

კვირის ამბები