საზოგადოება
22.10.2021 15:12
რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა - ქვეყანაში 30 ოქტომბრიდან მუშაობის შეწყვეტის კვირეული გამოცხადდა

რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე დელტა შტამი.

რუსი მკვლევარი, კამილ ხაფიზოვი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის AY.4.2 ვარიანტი უფრო ფართოდ გავრცელდეს, ვიდრე ვირუსის დელტა შტამი.

მეცნიერის თქმით, ახალმა ვარიანტმა შესაძლოა გამოიწვიოს COVID 19-ით დაავადების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა და საბოლოოდ ჩაანაცვლოს კიდეც დელტა, თუმცა ეს პროცესი სავარაუდოდ ნელი იქნება.

ცნობისთვის, რუსეთში, ბოლო დღეებში, რეკორდულად მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, რუსეთში COVID 19-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 22 7389-ს შეადგენს და ბევრად აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

როგორც ცნობილია, ინფექციის ზრდის აჩქარების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 30 ოქტომბრიდან ქვეყანაში მუშაობის შეწყვეტის კვირეული გამოაცხადა.

კვირის ამბები