საზოგადოება
22.10.2021 13:31
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 12 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს ვარიანის მეურნეობის ბაღი

კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების 12 ჯგუფი თვითიზოლაციაშია, დროებით არ ფუნქციონირებს ვარიანის მეურნეობის საბავშვო ბაღი - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო გორის მეხუთე და ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღებშიც, თუმცა, აღნიშნულ დაწესებულებებში თვითიზოლაციის ვადა  ამოიწურა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, ორშაბათიდან, სწავლის განახლების რეკომენდაცია მიეცათ.

,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას,  საკითხი თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებას ყოველთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე ვიღებთ“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

 

კვირის ამბები