საზოგადოება
22.10.2021 12:13
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 22-23 ოქტომბერს გორსა და არბოში საინტერესო ღონისძიებებს გამართავს
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 22-23 ოქტომბერს კულტურულ ღონისძიებებს გამართავს. როგორც კულტურულ-სამეცნიერო დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფონდებში დაცული მასალების მიხედვით, 2021 წლის 22 ოქტომბერს, 14:00 საათზე აწყობს ღია სივრცეში ერთდღიან გამოფენას სახელწოდებით - „მხატვრის თვალით დანახული გორი“. 23 ოქტომბერს 15:00 საათზე კი,, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება, ჟურნალ ინდიგოს მიერ განხორციელებული პროექტის - „მეხსიერების გაცოცხლება“-ს ფარგლებში, წიგნის „მიწის სუნი“-ს პრეზენტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული ნაშრომი ქართველი და ოსი ავტორების თანამშრომლობით მომზადდა და კონფლიქტის ორივე მხარეს ჩაწერილ ასამდე ზეპირ ისტორიას აერთიანებს.
კვირის ამბები