საზოგადოება
22.10.2021 11:21
დარგე ხე - უკვე 147 წელია, 22 ოქტომბერს მსოფლიო ხის დარგვის დღეს აღნიშნავს

1874 წლიდან, ამერიკელი ბოტანიკოსის, იმჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრის, სტერლონგ მორტონის ინიციატივით, მსოფლიოში ყოველ 22 ოქტომბერს აღინიშნება ხის დარგვის საერთაშორისო დღე. ამ დღის მიზანი ტყის აღდგენის ღონისძიებების გატარებაა.
ხის დარგვის დღის დაარსების ისტორია კი ასეთია - ნებრასკას შტატში სოფლის მეურნეობის სამმართველოს სხდომაზე მორტონმა შეთავაზა ყოველწლიურად ტერიტორიის გამწვანებისადმი მიძღვნილი დღე შემოეღოთ. სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, მოსახლეობამ კი აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. აქციის წარმატება გასაოცარი იყო - პირველივე დღესასწაულზე, რომელსაც ,,ხის დღე" უწოდეს, მილიონამდე ხე დაირგო.

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით აღდგენილია 1100 ჰა. ფართობი ტყის მასივი. მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე დარგულია 900 000-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ნერგი.

კვირის ამბები