საინტერესო ამბები
22.10.2021 10:46
ვინ დატენა პისტოლეტი ფუჭის ნაცვლად ნამდვილი ვაზნებით - გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი მოკლა და ფილმის რეჟისორი დაჭრა

ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას, გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის მსახიობის და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ განხორციელებული გასროლის შედეგად, ოპერატორი ქალი, 42 წლის ჰალინა ჰაჩინსი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა. პისტოლეტი, რომლიდანაც მსახიობმა გასროლა განახორციელა, დატენილი უნდა ყოფილიყო ფუჭი ვაზნებით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ფუჭის ნაცვლად, ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდში ნამდვილი ვაზნები იყო მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ალეკ ბოლდუინი დაკავებული არ არის, იგი პოლიციის შენობიდან დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

კვირის ამბები