ასტრაზენეკას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, ვისაც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორე ვაქცინაციას 31 ოქტომბრის შემდეგ უწევს, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ,
„ასტრაზენეკას COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.
1 ნოემბრიდან, იმ პირებს, ვისაც მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: პფაიზერი, სინოფარმი ან სინოვაკი“, ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ოთხი ვაქცინით - „ასტრაზენეკა“, „პფაიზერი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ - ტარდება.