საზოგადოება
21.10.2021 14:13
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დღეიდან დაიწყო
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტომ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, ფერმერებს საშემოდგომო განაცხადების მიღება პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში უკვე შეუძლიათ. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ელექტროული ველი აპლიკაციის შესავსებად 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით იქნება ღია.
„მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში, ვებგვერდიდან: www. rda. gov. ge იმისთვის, რომ დაიჭიროთ თადარიგი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სააგენტოს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია. დამატებითი კითხვებისთვის კი, მიმართეთ საინფორმაციო დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე 1501 და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ ჩატით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები