საზოგადოება
21.10.2021 13:12
თუ მოსახლეობა აქტიურად არ ჩაერთვება ვაქცინაციაში და ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, მედიცინა მალე ჩიხში შევა - ლევან რატიანი

უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი​ ვაქცინაციით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, რეანიმატოლოგმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა აქტიურად არ ჩაერთვება ვაქცინაციაში და ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, მედიცინა მალე ჩიხში შევა და საზოგადოება მედპერსონალის გარეშე დარჩება.

„ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის ძალიან მაღალია. თუ ამ ტემპით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნება და უახლოეს პერიოდში არცერთი საწოლი თავისუფალი არ იქნება.

ეს არის მეხუთე ტალღის დასაწყისი. ასეთი მაღალი ციფრებით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.

მეორე მომენტია, იწყება სეზონური ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გავრცელება, ტვინდემია ახალი ტერმინი არ არის, ის მანამდეც არსებობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. ორივე ერთად ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის.

შესაძლებელია ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი. ან შეიძლება იყოს ერთი, როდესაც არის სეზონური გრიპი ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს პაციენტის მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ვაქცინის გაკეთება. ფაქტი ჯიუტია, რომ მასობრივი ვაქცინაცია უამრავი სიცოცხლის გადარჩენის მომტანია.

თუ ჩვენ არ დავიცვათ არსებულ რეგულაციებს, მედიცინა ჩვენი ქვეყნის ძალიან მალე ჩიხში შევა. დადგება მომენტი, როდესაც საავადმყოფოში მომუშავე პერსონალი გამოიფიტება და სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ მოსახლეობა დარჩეს მედპერსონალის გარეშე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კვირის ამბები