„გორმედის“ ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, ამჟამად, „გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში (გორის, ქარელის და ხასურის კლინიკები) 161 პაციენტი გადის მკურნალობას, თუმცა არცერთი მათგანი არ არის ვაქცინირებული.
როგორც „გორის მაცნეს“ ხათუნა შრუბმა განუცხადა, კლინიკაში შესული კონტინგენტიდან არიან აუცრელები, ან ეთჯერადად ვაქცინირებულები, მაგრამ სრულად ვაქცინირებული არცერთი პაციენტი არ არის.
„ამჟამად, „გორმედის“ სამივე კოვიდკლინიკაში (გორის, ქარელის და ხაშურის კლინიკები) 161 პაციენტი გადის მკურნალობას, აქედან არიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშიც პაციენტები. საკმაოდ მძიმე კონტიგენტი შემოდის, ვიდრე წინა პერიოდში იყო, ამიტომ ისევ და ისევ, უნდა მოვუწოდო მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემოდინებული პაციენტებიდან არცერთი მათგანი არ არის ვაქცინირებული, არიან აუცრელები, ან ეთჯერადად ვაქცინირებულები. ისევ და ისევ მოვუწოდებ საზოგადოებას, გაიკეთონ ვაქცინა, სხვა გამოსავალი არ არის. ყველამ ვნახეთ გუშინდელი რიცხვი, ეს არის პიკი, თუ არ დაიწყო უფრო მასობრივი ვაქცინაცია, გაცილებით ცუდ შედეგს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.