საზოგადოება
20.10.2021 16:07
ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით,
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე მიმდინარეობს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს.
„პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია. გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას.
გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება. გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება. აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლებიც.
კვირის ამბები