გორში, კოვიდკლინიკაში ამ ეტაპზე გვყავს 86 პაციენტი, საიდანაც 5 არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული, - ამის შესახებ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
შრუბის ინფორმაციით, სამედიცინო ქსელის კოვიდკლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში თავისუფალი ადგილები არ არის, თუმცა, ქსელის სამივე კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში თავისუფალი საწოლების პრობლემა არ არის.
გორში ამ ეტაპზე გვყავს 86 პაციენტი, საიდანაც 5 არის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სამივე კლინიკაში თავისუფალი საოწლები არის და ჯერჯერობით კრიზისი არ შეგვქმნია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ადგილები არის თერაპიულ განყოფილებებში, მაგრამ რეანიმაციაში არცერთ კლინიკაში აღარ გვაქვს თავისუფალი საწოლი.
აქვე დავამატებ, რომ პაციენტთა უმეტესობა არის 60 წელს გადაცილებული. კარგად იცით, რომ სწორედ ეს ასაკობრივი კატეგორიაა რისკ ჯგუფი, ამიტომკ კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ამ მოქალაქეებს, რომ აიცრან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით“, განაცხადა ხათუნა შრუბმა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე, „გორმედის“ ქსელის სამივე კლინიკაში, 161 კოვიდინფიცირებულ პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა.