,,აბაშიძე-კარასინის“ ფორმატში მხარეებს შორის მოლაპარაკება 5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხვალ პრაღაში შედგება.
რუსეთის პარლამენტის წევრის, გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრები ივნისის მოვლენების შემდეგ შეწყდა, როცა თბილისში მიმდინარე მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე გავრილოვის ვიზიტს დაპირისპირება მოჰყვა. აღნიშნული მოვლენების შემდგომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლაც შეწყდა.
,,ვემზადებით მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ მზაობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებასთან დაკავშირებით, რათა წინ წავიდეთ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ,“ - განაცხადა კარასინმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება