ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში დაფიქსირებული 5 219 ახალი შემთხვევიდან, 442 გამოვლინდა შიდა ქართლში.
ინფიცირების ახალ შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში - 1 775, მეორე ადგილზეა იმერეთი - 907, საგრძნობლად იმატა ინფიცირების შემთხვევებმა კახეთში - 879, შიდა ქართლი - 442, ქვემო ქართლი - 375, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, გურია - 104, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 872, საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 300 პირი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 9 588 პირი ემსხვერპლა.